აბორტი

აბორტი
ტერმინი წარმოიშვა ლათინური სიტყვიდან, აბორირე და ნიშნავს გამოძევებას, მოკვდინებას. აბორტი - ესაა ორსულობის შეწყვეტა 7 სამეანო თვის, ე.ი. 28 კვირის ორსულობის ვადამდე; დროის ამ მონაკვეთში განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს სიცოცხლის უნარი არა აქვს. ორსულობის შეწყვეტა, 14-15 კვირის ვადაზე - ნაადრევი აბორტია, ხოლო აღნიშნული ვადის შემდეგ, - 28 კვირამდე, გვიანი აბორტი ან ე.წ. მოუმწიფებელი ნაყოფის მშობიარობა; 28 კვირის ორსულობის შემდეგ, 38-39 კვირამდე ნაყოფის გამოძევებას ნაადრევი ან არადროული მშობიარობა ეწოდება. რაც უფრო ახლოს არის ნაადრევი მშობიარობა, ფიზიოლოგიურ მშობიარობის დროსთან, მით უფრო სიცოცხლისუნარიანია ნაყოფი. აბორტი იყოფა ორ ძირითად ჯგუფად: თვითნებური ანუ სპონტანური აბორტი და ხელოვნური აბორტი.
Source: რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები / ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო" ; [ინგლ. თარგმნა: ხათუნა ახობაძე და სხვ. ; შეადგინა და გამოსაც. მოამზადა: ია ვერულაშვილი და სხვ. ; რედ.: ია ვერულაშვილი, მარი მესხი] - თბ. : Astra Network: Women's Center-Georgia, 2005

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем сделать НИР

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»